ჩვენი სერვისები
ბუღალტრული მომსახურება
საგადასახადო კონსულტაციები
უძრავი ქონების შეფასება


10 მიზეზი თუ რატომ სჯობს საბუღალტრო მომსახურების აუთსორსინგი
1. ხარჯე ნაკლები
კვლევები ადასტურებს რომ კომპანიების ხარჯების საბოლოო დაზოგვის მაჩვენებელი 40%-ს უტოლდება. აღნიშნულში შედის როგორც ბუღალტრის ტრენინგზე თუ განვითარებაზე გაკეთებული დანაზოგი ასევე ცოდნის გაზიარებიდან მიღებული სარგებელი, რომელიც ჩვენი კომპანიის თანამშრომელს შეუძლია კლიენტს გაუზიაროს.
2. მართე მარტივად
ბიზნესის მფლობელებს როგორც წესი შეზღუდული რაოდენობის თანამშრომლების ეფექტურად მართვის რესურსი აქვთ. შესაბამისად, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მოგვანდოთ ბუღალტრის მართვა ჩვენ და თქვენ კი იმ დასაქმებულების მართვაზე დაკონცენტირდეთ, რომლებიც მოგებას აგენერირებენ.
3. ფლობდე ნაკლებს
რაც ნაკლები აქტივები გექნება კომპანიაში, რომელიც მოგების გენერირებას არ ემსახურება მით მეტი რესურსი შეგიძლიათ გამოყოთ ძირითად საქმიანობაზე. ბუღალტრის საოფისე აღჭურვილობაზე, კომპიუტერზე, საბუღალტრო აღრიცხვის ლიცენზიაზე დაზოგილი თანხები უმნიშვნელო ნამდვილად არ არის.
4. გაზარდე ეფექტურობა
ფულის თვლა არ ზრდის მოგებას. თუ გაქვთ იმის დრო რომ ოფისის ბუღალტერიის გუნდი ჩამოაყალიბოთ, სჯობს ეს დრო იქ მიმართოთ სადაც ფულს გააკეთებთ.
5. გააკეთე ის რაც გიყვარს
კლიენტი ბიზნესის წარმოებისას ფიქრობს იმ საქმეზე, რაც მას უყვარს და საიდანაც შემოსავლებს მოელის. ბიზნესში ადმინისტრაციული საქმიანობა მხოლოდ აუცილებელი თავისტკივილია, რის გარეშეც უბრალოდ ვერ მართავ ბიზნესს. ამ ადმინისტრაციული მართვის ყველაზე უსიამოვნო მხარე კი ბუღალტერია და გადასახადებია. მოდი გააკეთე ის რაც გიყვარს და ბუღალტერიას ჩვენ მივხედავთ.
6. მოგება კვადრატულ მეტრზე
იჯარის ქირა ზოგიერთ შემთხვევაში პატარა სულაც არ არის. განსაკუთრებით თუ თქვენი ოფისი ცენტრალურ უბანში მდებარეობს. ოფისში მჯდომი ბუღალტერს სჭირდება საკუთარი სივრცე სადაც შეძლებს მუშაობას, რაც თავისთავად შესაბამის იჯარის ხარჯებს ითვალისწინებს. აუთსორსინგის გამოყენების შემთხვევაში ეს პრობლემა სრულად მოგვარებულია და ხარჯებიც ოპტიმიზირებული.
7. კონფიდენციალურობა
კლიენტის საბუღალტრო ინფორმაციის გაუმჟღავნელობის დაცვა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ინფორმაცია კლიენტებზე თუ მომწოდებლებზე, ასევე ინფორმაცია ხელფასების შესახებ სრულად იქნება დაცული ჩვენთან. ოფისის ბუღალტრებისგან ხელფასების შესახებ ინფორმაციის თანამშრომლებში გაჟონვის ალბათობა დაბალი სულაც არ არის, ჩვენს შემთხვევაში კი სრულად გამორიცხულია.
8. კონტროლის გაძლიერება
შეიძლება ერთი შეხედვით სხვაგვარად მოგეჩვენოთ, თუმცა აუთსორსინგული კომპანია უფრო მეტ კონტროლს ანხორციელებს ვიდრე ოფისის ბუღალტერი. პარტნიორის მიერ ყოველთვიურ რეჟიმში საბუღალტრო ჩანაწერების გადახედვა არსებითი რისკებისგან იცავს კომპანიას.
9. “ბუღალტერმა დამღუპა”
საგადასახადო კანონმდებლობაში გაურკვევლობას, ბუღალტერზე სრულად მინდობას და შესაბამისი კონტროლის არქონას კომპანიის და მათი მფლობებლების გამოუსწორებელ ზიანამდე მიყვანა შეუძლია. ჩვენი კომპანიის მრავალსაფეხურიანი კონტროლის მექანიზმები აღნიშნულს სრულად გამორიცხავს.
10. გადაიხადე ზუსტად იმდენი რამდენიც საჭიროა
შესაძლოაკომპანიასდროებითიშეჩერებისპერიოდებიჰქონდეს, თუმცადამქირავებლისსახელშეკრულებოვალდებულებაიმაზემეტითანხებისგადახდასაკისრებსვიდრეგაწეულისამუშაოსრეალურიღირებულებაა. გარეკომპანიასთანურთიერთობისმოქნილობაიმაშიმდგომარეობსრომგადაიხდიიმდენსრამდენსაცსამუშაომოითხოვს. ჩვენიკომპანიასაშუალებასგაძლევთსრულმოქნილობასდადამატებითიძალებისჩართვასისერომსაჭიროარიქნებაბიზნესისთვისგაუმათლებელიხარჯისგაწევადაახალიმუდმივითუდროებითიკადრებისდამატება.
